ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება. ამჟამად, გზის საფარი თამარაშვილის ქუჩის N3-7-9-ს ტერიტორიაზე რეაბილიტირდება. იგება ასფალტის ახალი საფარი, რასაც წინ უძღვოდა წყალარინების მიწისქვეშა ქსელის შეცვლა.

ორივე პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. საგზაო სამუშაო, დაახლოებით, 1000 კვ. მ ფართობის ეზოში მიმდინარეობს.პროექტს ზედამხედველობს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.