სამგორის გამგეობა, რაონის მასშტაბით, ექვს სხვადასხვა მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.

სპორტული სივრცეები შემდეგ მისამართებზე ეწყობა:

ლილოს დასახლება;

ხომლელის ქუჩა, კორპუსი ჟ და დ-ს მიმდებარედ;

ვარკეთილი 3, მე-2 მკ/რ, 24-ე კორპუსის მიმდებარედ;

კალაუბნის ქუჩა № 40 კორპუსის მიმდებარედ;

აეროპორტის დასახლება № 31 კორპუსის მიმდებარედ:

ქინძმარაულის მეორე შესახვევი, № 9 კორპუსის მიმდებარედ;

აღნიშნულ მისამართებზე სპორტულ- რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ზედამხედველობს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.