ვაკის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად, უსაფრთხოების მიზნით ფერდობის დამცავი კედელი ლორთქიფანიძის N28-ის ტერიტორიაზე ეწყობა. პროექტის მიხედვით, ფერდის გასამაგრებლად 30 მეტრი სიგრძის ახალი კედელი აშენდება. კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. მიმდინარე სამუშაო პროცესს ზედამხედველობს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.