საბურთალოს რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის ქ. N46-ში, 800 კვ. მ ფართობზე სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. განახლდა ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა შესაბამისი ინვენტარი.გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დასასვენებელი სივრცის მოწყობა. სამუშაოების შედეგად, 2 000 კვ. მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. ჰიდროთესვის მეთოდით დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლაგო“ ასრულებს. ზედამხედველობას ახორციელებდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.