მთაწმინდის რაიონის გამგეობა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში სახლების კაპიტალურ გამაგრებებს აგრძელებს. ამ ეტაპზე, ჭონქაძის N8-ში სახლის გამაგრებითი სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ხოლო პირველი ეტაპი გასულ წელს ჩატარდა.

სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის ფასადს. აღდგება და პირვანდელი სახე დაუბრუნდება აივნებს და შუშაბანდს. ამ ეტაპზე, საცხოვრებელ სახლებზე ლენტური საძირკვლის გამაგრება მიმდინარეობს, რისთვისაც მზიდ კედლებზე არმატურის ბადე, ხოლო პერიმეტრზე მონოლითური რკინა-ბეტონის კოჭები მოეწყო. ასევე, ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდა ფანჯრებისა და კარების ღიობები. შენობების საძირკველში ატმოსფერული ნალექის ჩადინების თავიდან აცილების მიზნით კი წყალსარინელი დამონტაჟდება.

აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა, 9 ოჯახი ცხოვრობს. ზედმახდეველობს აღნიშნულ სამუშაოებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.