დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 ა კორპუსის მიმდებარედ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. სამუშაოები ბმა-ს პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. აღნიშნულ ეზოში იცვლება როგორც კორპუსის შიდა წყლის, ასევე წყალარინების მოძველებული ქსელები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აიტი სერვისი“ ახორციელებს ხოლო ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.