ისნის რაიონის გამგეობამ კაჩინსკის ქუჩაზე 32 ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოები განახორციელა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 1 000 კვ.მ ფართობზე, რეკრეაციული სივრცე ეწყობა.ავტოფარეხების ტერიტორია დაბინძურებული იყო. ადგილობრივ მოსახლეობას დასასვენებელი სივრცე ამ დრომდე არ ჰქონია. სამუშაოები უკვე ფინალურ ეტაპზეა, ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სივრცე გაზონით შემოისაზღვრება, გამწვანდება და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება. ასევე, დამონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები, დაიგება დეკორატიული ფილები. სკვერში თანამედროვე ინვენტარიც განთავსდება და მოეწყობა საპარკინგე ზონა. ზედამხედველობას აღნიშნულ პროექტზე ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.