დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მესამე კვარტლის პირველი ა კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში იცვლება დაზიანებული ფილები და საპარკე ფურნიტურა, განახლდება საბავშვო სივრცე, ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. ზედამხედველობას სამუშაოებს უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.