დიდუბის რაიონის გამგეობა ავტოფარეხების დემონტაჟს განაგრძობს.ამ ეტაპზე, დემონტაჟი დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის 26-ე კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება. ამ დროისთვის უკვე აღებულია ხუთი ავტოფარეხი, უახლოეს პერიოდში კი 25 ავტოფარეხის დემონტაჟი იგეგმება.სამუშაოების დასრულების შემდგომ ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებული ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მიმდინარე პროცესს ზედამხედველობს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.