გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სამუშაოები დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ზედამხედველობას აღნიშნულ პროექტზე ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.