სამგორის რაიონს შემოდგომაზე ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. დასრულებული და მიმდინარე პროექტების ზედამხედველობას ასულებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“. ვარკეთილის დასახლებაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე N130 საბავშვო ბაგა-ბაღი 18 სექტემბერს გაიხსნება და ის 250-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებს. შენობა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. გათვალისწინებულია ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოება, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. ამასთან, სამზარეულო ბლოკი აღჭურვილია HACCP-ის სტანდარტების შესაბამისად. ბაღის ეზოში მოწყობილია სათამაშო მოედნები და თანამედროვე ატრაქციონები, დამონტაჟებულია მზის ენერგიაზე მომუშავე გარე-განათების სისტემა. 15-ჯგუფიანი ბაღის ექსპლუატაციაში მიღება ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმება.