ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის 100ა-ში, მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად, ახალი სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, 1 698 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, საბავშვო-გასართობი ზონა, ტრენაჟორები, წყლის სოკოები, განთავსდა საპარკე ავეჯი, დაირგო ხე-მცენარეები და ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირით შემოისაზღვრა. ზედამხედველობდა პროექტს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“, ხოლო სამუშაოები შეასრულა გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ .