ვაკის რაიონის გამგეობის “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში და მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე, ნუცუბიძის I მ/რ-ის N9,10 კორპუსებში სადარბაზოების გამაგრების სამუშაოები განხორციელდა. რეაბილიტირდა და გამაგრდა დაზიანებული სადარბაზოების შიდა სივრცეების ნაწილები, აღდგა არსებული ნაპრალები და სხვა პრობლემური მონაკვეთები. ზედამხედველობა გაუწია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“- მ.