ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N11-12 კორპუსების მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.სამუშაოებისას განახლდა მოედნის საფუძველი, ღობე, საფარი. სტადიონი იქნება აღჭურვილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით ფეხბურთის და კალათბურთის მოყვარულთათვის. სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროექტს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითი“ აწარმოებდა, ხოლო ზედამხედველობდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.