გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს.ამჯერად, სამუშაოები წყაროთუბნის დასახლებაში, სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, 3000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ზედამხედველობას ახორციელებსა (ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.