ვაკის რაიონში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის II კვარტლის N7 კორპუსთან დასასვენებელი სივრცე განახლდა. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განთავსდა შესაბამისი საპარკო ავეჯი, დაიგო ფილები და გამწვანების სამუშაოები შესრულდა. სკვერის პროექტი, გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითიმ“განახორციელა, ზედახედველობა კი გაუწია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“-მ.