ისნის რაიონის გამგეობა შ.დოლიძის ჩიხის მიმდებარედ, 2 700 კვ.მ ფართობზე, ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე, საბავშვო და მოსასვენებლი ზონებით, სპორტული მოედნით. ტერიტორია გაზონით შემოისაზღვრება, გამწვანდება და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება, ასევე, მონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები, დაიგება დეკორატიული ფილები. სკვერში ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარი განთავსდება.ზედამხედველობას აღნიშნულ პროექტზე ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.