ნაძალადევის რაიონში, სანზონის N9 კორპუსის მიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 1 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. გზის რეაბილიტაციამდე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, ასევე, წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით შეიცვალა. საგზაო სამუშაოების ზეადმხედველობა განახორციელა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“-მ.