სამუშაოების შედეგად, სკვერში განთავსდება საპარკო ავეჯი, მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონა, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცე, კალათბურთის მინი მოედანი. ვარჯიშის მოყვარულთათვის ტერიტორიაზე ფიტნეს-ზონა განთავსდება. ასევე მოეწყობა განათების და სარწყავი ქსელები. პროექტის დასკვნით ეტაპზე სკვერი გამწვანდება. ზედამხედველობას აღნიშნულ სამუშაოებს გაუწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.