“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, ფონიჭალაში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მალე რუსთავის გზატკეცილის 38-40-40ა-ს მოსახლეობა წყალარინების გამართული სისტემით ისარგებლებს. მიმდინარე სამოშაოების ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.