უშანგი ჩხეიძის ქუჩა N 13-ში  მიმდინარეობს სააბავშვო ბაგა-ბაღი N2-ის სარემონტო სამუშაოები, ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო“-ს დაკვეთით.

ბაღში მოეწყო კერამო გრანიტის ახალი კიბეები, ვერანდაზე გაკეთდა კაუჩუკის ფილები და დიდი მოაჯირები. არსებული სახურავი ჩანაცვლდა ახლით, ხოლო ნაწილზე მოეწყო რბილი სახურავი ბავშვების გასართობი ადგილისთვის, სრულად გამოიცვლება კანალიზაციისა და გათბობის სისტემები. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს შიდა კედლებისა და იატაკის მოპირკეთება. აღნიშნულ სარემონტო სამუშაოებს ახორცილებეს შ.პ.ს „რემონტი-2“, ხოლო ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.

აღნიშნული პროექტი დასრულდება წლის ბოლოს.