გლდანის ა მიკრო რაიონში, ფორე მოსულიშვილის ქუჩაზე N 26-ში, მიმდინარეობს 89-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის პროცესი. აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს „პარმაღი“, ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო“-ს დაკვეთით.

89-ე საბავშვო ბაგა-ბაღში  აშენდა 2 ახალი ფლიგელი, ხოლო არსებულ შენობას მთლიანად გაუკეთდა რეკონსტრუქცია. ამჟამად მიმდინარეობს შიდა და გარე კედლების მოპირკეთება. ეზოში ატრაქციონებისთვის ეწყობა რამდენიმე კაუჩუკსაფარიანი და ერთი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი.

აღნიშნულ სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.მშენებლობის პროცესი დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოს.