ქ.თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქ.N1-ში (კორპუსიN4-ის მიმდებარედ), აშენდა ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი, შპს“ჰაუს-ტოპი 2009“-ის მიერ, ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო“-ს დაკვეთით.

ეს ახალი საბავშო ბაგა-ბაღი აღჭურვილია ყველანაირი ინფრასტრუქტურით და სარწყავი სისტემებით.ეზოში მოწყობილია ატრაქციონები და ფანჩატურები.ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.ზედამხედველობას აწარმოებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოს.