ვარკეთილში 180-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ „კულტურის,განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის“ დაკვეთით, აშენდა ახალი, ორსართულიანი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი. აქ განთავსებულია: დიდი და პატარა საცურაო აუზები, კრივის, (სხვადასხვა ორთაბრძოლების), ტანვარჯიშის, ბოულინგის, ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის, საკონფერენციო და ქორეოგრაფიული დარბაზები. აგრეთვე არის ბიბლიოთეკა, მედიათეკა, საპარკინგე სივრცე და ღია ტერასა შეზლონგებისთვის.

სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. “საბა კონსტრაქშენი“,ხოლო ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.