მთაწმინდის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეყწობის პროგრამის“ ფარგლებში სახლების კაპიტალურ გამაგრებას აგრძელებს.ჭონქაძის ქუჩა N 8- ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა.სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს ,აღდგა და პირვანდელი სახე დაუბრუნდა აივნებს.აღნიშნული საცხოვრებელი სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა.ზედამხედველობა საამშენებლო  სამუშაოებს გაუწია „ა(ა) იპ თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ ‘’.