ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით მიმდინარეობს უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.სამუშაოები მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში. გზაგამტარი ხიდის კონსტრუქციული ნაწილი სრულად დასრულებულია. მოეწყო მოაჯირები და ტროტუარები.მიმდინარეობს ა/ბეტონის გზის დაგება,სადაც განთავსდება 4 ზოლიანი საავტომობილო გზა.მშენებლობის პროცესს  ადგილზე გაეცნო მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორი – თამაზ ალიბეგაშვილი  მოადგილესთან ერთად. სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს შ. პ. ს “ჯეუ გრუპი”, ხოლო ზედამხედველობას უწევს “ა(ა) იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია”.