„თბილისის განვითარების ფონდის“ დაკვეთით მიმდინარეობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სრული რეაბილიტაცია. „ბ“ ბლოკი მთლიანად დასრულებულია და შესულია ექსპლუატაციაში. ასევე დასრულებულია „ა“ ბლოკის ნაწილი. ახლა მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები შენობის მარცხენა ფლიგელში და ცენტრალურ შესასვლელში.კედლებიდან და ჭერიდან მთლიანად ხდება ნალესობის მოხსნა,მიმდინარეობს კედლების მოჯავშნა (არმირებული ბადის მოწყობა),ლესვა და მომზადება შესაღებად. აგრეთვე კეთდება რესტავრაცია კარების, ფანჯრების, რაფების და დარაბების. ცენტრალურ შესასავლელში ხდება ჭერის და კედლების დამუშავება,ასევე მხატვრულ-დეკორატიული დეტალების აღდგენა,რესტავრირება და მომზადება ტონირებისთვის.სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს „ინსი“, ხოლო ზედამხედველობას უწევს „ა (ა) იპ. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.