“თბილისის განვითარების ფონდის“ დაკვეთით მიმდინარეობს დარეჯან დედოფლის სასახლის სრული რეაბილიტაცია. მრგვალ აივანზე მთლიანად შეიცვალა აგურის იატაკი , აგრეთვე სახურავიც (ხის ნაწილის ნაწილობრივი შეცვლით) .შენობის ფასადი და შიდა ინტერიერი დამუშავდა, გასუფთავდა ძველი საღებავისგან და მზად არის შესაღებად. მიმდინარეობს მთლიანი შენობის სახურავის შეცვლის სამუშაოები. შიდა ტერიტორიაზე (მონასტრის ირგვლივ), დასრულდა ეზოს მოწყობა, გაკეთდა სანიაღვრე არხი და დაიგო ფილები. სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ დირექტორის მოადგილე- დავით ენდელაძე. სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს „ვუდ გარდენი“, ხოლო ზედამხედველობას უწევს „ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.