ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიის დაკვეთით,მთაწმინდის რაიონში,9 აპრილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია  მიმდინარეობს. “gwp”- ის ახალი ქსელების მოწყობის სამუშაოები მიწურულს უახლოვდება.პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის გაძლიერება  და საკომუნიკაციო კაბელ-არხების მოწყობის სამუშაოები.ამის შემდეგ სრულიად მოწესრიგდება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე საფეხმავლო ტროტუარები .დამონტაჟდება სრულიად ახალი გარე განათების სისტემა.სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს „ჯეო გრუპი“, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს „ა(ა) იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.“