“თბილისის განვითარების ფონდის“ დაკვეთით დარეჯან დედოფლის სასახლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორი, ბ-ნი თამაზ ალიბეგაშვილი და მისი მოადგილე ბ-ნი დავით ენდელაძე. რეაბილიტაციის ფარგლებში მრგვალ აივანზე მთლიანად შეიცვალა აგურის იატაკი , აგრეთვე სახურავიც. რესტავრაცია ჩაუტარდა შენობის როგორც გარე, ასევე შიდა პერიმეტრს. მოწესრიგდა შიდა ეზოს სანიაღვრე არხი და მოეწყო ახალი ფილები.