ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით შ.პ.ს ,,მეტტა” ახორციელებს ჟ. შარტავას ქ. N 3 არსებული  დაუმთავრებელი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, რომლის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ,, ა(ა)იპ ქ. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია”. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ბ-ნი დავით ენდელაძე.