ჩუღურეთის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეყწობის პროგრამის“ ფარგლებში სახლების კაპიტალურ გამაგრებას აგრძელებს. პროექტის მიხედვით წინამძღვრიშვილის ქ N 48-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხდება ფუნდამენტის, კედლების და თაღის გამაგრება რკინა-ბეტონითა და კონსტრუქციებით.
სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ,,ვანანი’’.
აღნიშნულ სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.