ჩუღურეთის რაიონის გამგეობის “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში ჩუბინაშილის N 7/44-ში სადარბაზოები განახლდა და პროცესის შედეგად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდა. შეიცვალა მოაჯირები და ფანჯრები. კედლები სარეაბილიტაციო პროცესში სრულად განახლდა.
სამუშაოებს ასრულებდა შ.პ.ს ,,ბერესე თბილისი”
აღნიშნულ სამუშაოებს ტექნიკური ზედამხედველობა გაუწია ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ.