ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაკვეთით სამგორის რაიონში (ვარკეთილი 3) მიმდინარეობს ახალი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა, სამუშაოებს ახორციელებს შ.პ.ს ,,საბა კონსტრაქშენი” ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.
ძირითადი კონსქტრუქციული ნაწილის მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს აღჭურვილობის, ივენტარისა და ავეჯის მონტაჟი. ასევე გარე და შიდა პერიმეტრზე მოპირკეთების სამუშაოები.
მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ბ-ნი დავით ენდელაძე.