ქალაქ თბილისის საბაშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაკვეთით ისნის რაიონში, ნავთლუღის ქ N 8-ში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ახორციელებს შ.პ.ს ,,ჯი ბი ჯი”, ხოლო გარე ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებს შ.პ.ს ,,გეგუ” ხელმძღვანელობს. აღნიშნულ სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.

მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე  ბ-ნი დავით ენდელაძე.