ქალაქ თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შ.პ.ს ,,ინ-სი” აწარმოებს. სამუშაოების მიწოდების ვადა განსაზღვრულია 2025 წლის ბოლომდე.
აღნიშნულ სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ ქალაქ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.
სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ბ-ნი დავით ენდელაძე.