სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩა N 45ა-ში ვოლიერის, საოპერაციო ბლოკის, ლაბორატორიის/მოსასვენებელი სივრცის(სამრეცხაოთი) და საწყობის შენობების კაპიტალური მშენებლობა დასრულდა. პროექტი ითვალისწინებდა გათბობა გაგრილების სისტემის, ვენტილაციის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის მოწყობას. ასევე სრულიად მოწესრიგდა ეზოს პერიმეტრი და მოეწყო კაპიტალური ღობე.
ზემოაღნიშნული სამუშაოების დამკვეთი არის ს.ს.ი.პ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო.
სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს ,,ბილდკინგს”მა, ხოლო ტენიკური ზედამხედველობა გაუწია ა(ა)იპ ქალაქ თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ.