მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირ N 6-ში მდებარე მოსწავლე ახალგზრდობის ეროვნული სასახლის შენობის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
პროექტის ღირებულება შეადგენს 16 მილიონ ლარს, რომელიც ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდი”-ს დაკვეთით ხორციელდება.
სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ,,ინ-სი”, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ ,,თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია”.