ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტის მიხედვით, მდინარის ნაპირზე დამბა, დამბის წინა მხარეს კი ბეტონის დამცავი საფარი მოეწყო. მზიურის მიმდებარედ გაგანიერდა ვერეს კალაპოტი, დასრულდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კედლის აგება და მდინარის წყლის შემშვებ-გამომშვები, 500 მმ-იანი მილების მოწყობა. თბილისის მერის განცხადებით, ვერეს ხეობაში, პრევენციის მიზნით, კიდევ რამდენიმე პროექტი განხორციელდება.ზედამხედველობა აღნიშნულ სამუშაოებზე გაეწია თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ,მერიის დაკვეთით.