ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. აღმართზე აღდგენილია სამანქანო მოძრაობა. დარჩენილი სამუშაოები მხოლოდ ტროტუარზე მიმდინარეობს, რაც ავტომანქანების გადაადგილებას ხელს არ უშლის.

ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 24 ივლისიდან დაიწყო. პროექტი სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობას, ასევე, ახალი მოაჯირებისა და დეკორატიული სანათების მონტაჟს ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბლექ სი გრუპი“ ასრულებს და მის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი იხარჯება. აღნიშნულ სამუშაოებს ზედამხედველობა გაუწია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპლაურმა ლაბორატორიამ“.