დაბა წყნეთში შენდება სპორტული კომპლექსი, რომელიც ამილახვრის ქ. N21-ში მდებარეობს. ობიექტში განთავსდება:

  • სავარჯიშო დარბაზი;
  • ტრიბუნა;
  • სატრენაჟორო სივრცე;
  • გასახდელი  და სველი წერტილი;
  • ადმინისტრაციული ოთახები.

 

მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება. სახელშეკრულებო ღირებულება – 714 439 ლარია. სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს „სამება“, ხოლო ზედამხედველობას გაუწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“