ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიი“–ს საგამოცდო ლაბორატორიამ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს წარმატებით მიიღო ისო/იეკ 17025 სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი. აღნიშნული, საგამოცდო ლაბორატორიისთვის უდიდესი წარმატებაა, რადგან, სერტიფიკატით დასტურდება, რომ ლაბორატორია ტექნიკურად კომპეტენტურია და მის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგები ავტორიტეტული და საფუძვლიანია.

საგამოცდო ლაბორატორიამ აკრედიტაცია მიიღო ისეთ სფეროებში როგორიცაა:

  • ბეტონი, მძიმე და წვრილმარცვლოვანი
  • რკინაბეტონის კონსტრუქციები
  • გრუნტები
  • არამადნეული და საგზაო მასალები
  • ასფალტბეტონის ნარევი და ასფალტბეტონი
  • ბიტუმი

აღსანიშნავია, რომ ისო/იეკ 17025 საფუძვლად უდევს ISO 9001 ხარისხის მენეჯმენტის მოდელი და მისი შესრულება ავტომატურად ნიშნავს ISO 9001–ის მოთხოვნების შესრულებას, რაც ხაზს უსვამს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“–ს მენეჯმენტის ეფექტურ, ხარისხიან და გამართულ მუშაობას.

საგამოცდო ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროს ნახვა შესაძლებელია აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ან ბმულზე: http://gac.gov.ge/acredit/1_1478_sfero.pdf