ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია სრულად დასრულდა.  ბარათაშვილის აღმართის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 24 ივლისიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში აღდგენილ იქნა სანიაღვრე ქსელი, მოეწყო სადრენაჟო სისტემა, ბაზალტის ბორდიური და ტროტუარი, ასევე, დამონტაჟდა ახალი მოაჯირები, გაკეთდა ხელოვნური კლდე, რომელიც ძალიან უხდება მიმდებარე ტერიოტრიას, მოხდა კიბეების რეაბილიტაცია, სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი.

პროექტის ფარგლებში “თბილსერვის ჯგუფმა” ახალი დიზაინის 27 ერთეული გარე განათების ბოძი და ენერგოეფექტური LED სანათები დაამონტაჟა, რომლებიც ელექტროენერგიის 60-70%-ით დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.   გარდა ამისა, გარე   განათების საკაბელო-საჰაერო   ქსელი   მიწისქვეშ   განთავსდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბლექ სი გრუპი“ ასრულებდა და მის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 551 869 ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ სამუშაოებს ზედამხედველობა გაუწია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპლაურმა ლაბორატორიამ“.