გლდანის რაიონში, მუხიანის დასახლებაში, დუმბაძის გამზირის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით განახორციელდა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მთელ გამზირზე, მოეწყო ახალი ბორდიურები და ტროტუარები, გამყოფი გაზონი და დაიგო ასფალტის ახალი საფარი 17 000 მ.კვ-ის ფართობზე.  სამუშაოები, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1 400 000 ლარი დაიხარჯა, შპს „ენ სი სიმ“ აწარმოა, ხოლო  აღნიშნულ სამუშაოებს ზედამხედველობა გაუწია ა(ა)იპ “თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ“. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ნოემბერში დამთავრდა

დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.