დღეს დასრულდა, მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავას და მიმდებარე  ქუჩების სრული რეაბილიტაციისა და მოდერნიზების პროექტი, რომლის ფარგლებში შეიცვალა კომუნიკაციები, მოწესრიგდა წყალარინების სისტემა, მთლიანად შეიცვალა წყლის მილები, მოეწყო სანიაღვრე ქსელები, გარე განათების ბოძები, თავისი led-სანათებით. ასევე მოეწყო ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები და შშმ პირებისთვის გაკეთდა ადაპტირებული ჩასასვლელები. გზის სავალ ნაწილზე და ტროტუარებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი.

გზაგამყოფები, რომელიც მთლიანად ბეტონის ფილებით იყო გაკეთებული გამწვანდა. გარდა ამისა მოეწყო ველობილიკი და სხვა.  ჩატარებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო.

რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები, მერიის დაკვეთით შეასრულა შ.პ.ს „ბლექსი გრუპმა“ და შ.პ.ს „ენ სი სიმ“,  ხოლო ზედამხედველობა გაუწია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ“.

აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი დაიხარჯა