საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.  ქუჩა უკვე მოწესრიგებულია და იგეგმება გზის დახაზვა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელს, დაიგო ასფალტის ახალი საფარი, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. მთლიანად გამოიცვალა გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა 61 ერთეული LED სანათი.

პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „თი როუდი“ აწარმოებდა, ხოლო ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.