ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის 19 ა-ში, ქალაქ თბილისის მერიის დაკვეთით, გრძელდება საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები.  ქალაქის ბიუჯეტიდან ამ სამუშაოსთვის გამოყოფილია 2 692 597 ლარი. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს „სეისმომედეგობა +“ და ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.
აღნიშნული სამუშაოების დასრულება გათვალისწინებულია 2019 წლის აპრილისთვის.