ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, წყნეთის 1 ჩიხი 13-15-ში მიმდინარეობს საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები.  სადაც ჩამოიშალა მიწა, და საფრთხე შეექმნა იქვე მდებარე საცხოვრებელ სახლს. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს „მადლი“, ხოლო ზედამხედევლობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.  რაიონის ბიუჯეტიდან აღნიშნული სამუშაოსთვის გამოყოფილია 93366,49 ლარი.

სამუშაოების დასრულება ნავარაუდებია ამა წლის დეკემბერის ბოლოს.