საბურთალოს რაიონში, კოსტავას ქ. N 75 ში მერიის დაკვეთით მიმდინარეობს სახლის ფასადის მოპირკეთების სამუშაოები.  სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს „ჯეიბი“, ხოლო ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“. სამუშაოების დასრულების თარიღი ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ამა წლის 25 დეკემბერი.