თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფ. აგარაკამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორფენიანი ასფალტ ბეტონის მოწყობა, სისქით 10 სამ (პირველი ფენა 6 სმ, მეორე ფენა 4 სმ). სამუშაოებს ქალაქ თბილისის მერიის დაკვეთით აწარმოებს შ.პ.ს „ბელ ბაუ“, ხოლო ზედამხედველობას გაუწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.

ქალაქის ბიუჯეტიდან აღნიშნული სამუშაოებისთვის გამოყოფილია 1 245 929 ლარი. ~

პროექტის დასრულება ნავარაუდებია ამა წლის 31 დეკემბრისთვის.